Tuesday, May 3, 2011

II5 კლასში სიით ირიცხება 28 მოსწავლე. აქედან 16 გოგონაა, 12 ბიჭი. ლტოლვილია–1, ობოლია–2 /მამით/, მრავალშვილიანია–7. სემესტრის განმავლობაში კვირაში ერთი დღე ეთმობოდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ კლასის საათს.

დავამუშავეთ შემდეგი თემები:

· ზაფხულის შთაბეჭდილებები. საუბრის შემდეგ მოსწავლეები ავიყვანე სკოლის მუზეუმში, სადაც ვნახეთ მ. კოკოჩაშვილის ფილმი

„არდადეგები“.

· ქართულში ვისწავლეთ მოთხრობა „მამალი“. მოსწავლეებმა გააფერადეს ფურცლებზე დახატული ნეგატივი ფერებით. გაუჩნდათ კითხვები ფერებთან დაკავშირებით. ისინი წავიყვანე ვაკის პარკში, დავათვალიერე, ვისაუბრე, გავაკეთებინე ჩანახატები.

· ჯანსაღი ცხოვრების წესი–სკოლის ექიმი ესაუბრა ბავშვებს ჰიგიენის შესახებ.

· ერთ–ერთი მოსწავლის ბებიამ მთხოვა დავხმარებოდი მას შვილიშვილთან ურთიერთობის მოგვარებაში. საუბრის შემდეგ მოსწავლეები ავიყვანე მუზეუმში და ვანახე ნ. მჭედლიძის ფილმი „დიდედები და შვილიშვილები“.

· საგზაო მოძრაობის ნიშნები–შევიკრიბეთ რუსთაველის ძეგლთან და გამოვემართეთ სკოლისკენ. გავეცანით გზაზე შეხვედრილ საგზაო ნიშნებს.

· ბუნებაში გვქონდა თემა: მზეზე, ვარსკვლავებზე და მთვარეზე – ვიყავით პლარეტარიუმში, სადაც მოვისმინეთ შემეცნებითი ლექცია.

· პლანეტარიუმში სტუმრობის შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი იყო, რომ კიდევ ერთი საათი დავუთმეთ მზეზე საუბარს. საუბარი ჩავატარეთ ალექსანდრეს ბაღში.

· შევხვდით მოძღვარს. მამა გელასმა მოსწავლეებს ჯანმრთელობის პარაკლისი გადაუხადა.

· საუბარი ხელოვნების დარგებზე – ვიყავით პანტომიმის თეატრში, სადაც ვნახეთ ა.შალიკაშვილის სპექტაკლი „კრიმანჭული“.

· ბუნებაში გვქონდა თემა: ხე, ბუჩქი, ბალახი. მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი დაერგოთ ნერგი. სურვილი განვახორციელეთ. წავედით ვაკის პარკში და დავრგეთ ნერგი. ვისაუბრეთ მის მოვლაზე, ჰერბარიუმის შექმნაზე. მოვაგროვებინე ფოთლები და ბავშვებს მივეცი დავალება ფოთლები გაეხმოთ, ეტიკეტი მიეკრათ და ჰერბარიუმი გაეკეთებინათ.

· მოსწავლეები ავიყვანე სკოლის მუზეუმში და ვნახეთ რ. ჩხეიძის ფილმი „ ნერგები“.

· ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ჩავატარე გაკვეთილი–წავიკითხე ზღაპარი „ხანძარი ტყეში“ (ისტ–ის გამოყენებით ).

· ბავშვებს ვესაუბრე ზოოპარკის შესახებ. ვიყავით ზოოპარკში დავათვალიერეთ, მოვყევით ზღაპრები, სადაც გმირები ცხოველები იყვნენ.

· წელიწადში ერთხელ ვაწყობთ წაკითხული ზღაპრის ინსცენირებას. ამჟამად, დავდგით გ. ტოგონიძის ზღაპარი „ირემი“.

· მქონდა საუბარი ბავშვებთან ქველმოქმედებაზე. ბავშვებმა შეაგროვეს ტანსაცმელი, სათამაშოები და პროდუქტი კოჯრის საბავშვო სახლისთვის.

· საახალწლოდ ვიყავით საბავშვო ცენტრ ალადინში.