Sunday, September 27, 2009

ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვიყავი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწმინდესმა დალოცა ჩვენი სკოლა.






Wednesday, September 23, 2009

ბავშვები მყავდა სკოლის მუზეუმში, გავაცანი სკოლის ისტორია, მოვუყევი ჩემი სასაცილო ისტორიები სკოლასთან დაკავშირებით, შემდეგ ვნახეთ მულთფილმი "ბოლტო", ვიმსჯელეთ ძაღლის ერთგულებაზე და გამოვფინეთ ნახატები

Saturday, September 19, 2009


უკვე რამოდენიმე წელია პრეზიდენტი პირველკლასელებს საჩუქრად ურიგებს წიგნებს. მოსწავლეებს საჩუქრები ქალაქის მერმა - გიგი უგულავამ გადასცა.

Friday, September 18, 2009


სწავლის დაწყებამდე სკოლის ტრადიციის მიხედვით, შევხვდი ჩემი აღსაზრდელების მშობლებს. გავეცანი მათ და გავაცანი სკოლის რეჟიმი. ვესაუბრე კლასში ჩასატარებელ ღონისძიებებზე, შევთანხმდით თვეში ერთხელ მშობელთა კრების ჩატარებაზე, ავირჩიეთ მშობელთა კომიტეტი შემადგენლობით: ნინო სარაჯიშვილი, ნათია ჭიღლაძე და თამუნა კეთილაძე