Thursday, April 22, 2010


ბუნებაში გვქონდა თემა - ხილი და ბოსტნეული. მოსწავლეებმა ხილისა და ბოსტნეულისაგან შექმნეს და გამოფინეს კლასში თოჯინები

Thursday, April 15, 2010

შემაჯამებელი ღონისძიება



საახალწლო ზღაპარი

.  21 დეკემბერს გვქონდა საახალწლო ზეიმი, რომლისთვისაც ბავშვები ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ. ''საახალწლო ზღაპარი'' ასე ერქვა ინსცენირებას, რომელიც მუსიკალურად გააფორმა მუსიკის პედაგოგმა ნინო ქუმსიშვილმა. მიუხედავად იმისა რომ ეს მათი პირველი გამოსვლა იყო სცენაზე ბავშვები არ დაიბნენ და სცენაზეც თავისუფლად გრძნობდნენ თავს.

ბუნების გაკვეთილი


.   10 დეკემბერს  ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებაში, თემაზე- ნაგავი. გაკვეთილის მსვლელობის დროს ბავშვებმა გაიაზრეს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს გარემოს სისუფთავის დაცვას.

ოქროსფერი შემოდგომა

ოქტომბრის შუა რიცხვებში კლასში გავაკეთეთ ფოთლებისა და შემოდგომის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა ''ოქროსფერი შემოდგომა''.

თოჯინების მუზეუმი

  4 ოქტომბერს მოვაწყვეთ ექსკურსია თოჯინების მუზეუმში. ბავშვებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მუზეუმში გამოფენილმა იშვიათმა ექსპონატებმა. მუზეუმის შემდეგ ვესტუმრეთ ბავშვთა გასართობ ცენტრ ''ჯუმპაოს''. 

სამება

2009 წლის 27 სექტემბერს ჩვენი სკოლა დალოცა სამებაში პატრიარქმა

Wednesday, April 14, 2010



ბუნებაში გვქონდა გაკვეთილი - ქვები. მოსწავლეებმა მოხატეს ქვები და გამოფინეს

Monday, April 12, 2010

თბილისის პირველი საჯარო სკოლა

24 სექტემბერს პირველკლასელები წავიყვანე ჩვენი სკოლის მუზეუმში, სკოლის ისტორიისა და ტრადიციების გასაცნობად.

          25 სექტემბერს სასწავლო პროცესის გასახალისებლად მოსწავლეები ავიყვანე სკოლის მუზეუმში მულტფილმის სანახავად.

მშობელთა კრება

18 სექტემბერს ჩავატარე მშობელთა კრება, ურთიერთგაცნობის მიზნით. მშობლებს გავაცანი ის სიახლეები, რომლების ახალი სასწავლი წლისათვის დაგვხვდა, ვესაუბრე მშობლისა და მასწავლებლის ერთობლივ შეთანხმებულ მუშაობაზე.

პირველი ზარი 2009 წლის 15 სექტემბერი

15 სექტემბერს დაირეკა პირველი ზარი პირველკლასელებისთვის. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სკოლა.

14 სექტემბერი


14 სექტემბერს შევხვდი ჩემს ახალ კლასს. გავიცანი ბავშვები, რომლებთან ერთად 4 წელი უნდა ვიმუშაო.თითოეულს გადავეცი პრეზიდენტის საჩუქარი-

წიგნები, სამუშაო რვეულები.