
ბუნებაში გვქონდა თემა - ხილი და ბოსტნეული. მოსწავლეებმა ხილისა და ბოსტნეულისაგან შექმნეს და გამოფინეს კლასში თოჯინები
. 21 დეკემბერს გვქონდა საახალწლო ზეიმი, რომლისთვისაც ბავშვები ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ. ''საახალწლო ზღაპარი'' ასე ერქვა ინსცენირებას, რომელიც მუსიკალურად გააფორმა მუსიკის პედაგოგმა ნინო ქუმსიშვილმა. მიუხედავად იმისა რომ ეს მათი პირველი გამოსვლა იყო სცენაზე ბავშვები არ დაიბნენ და სცენაზეც თავისუფლად გრძნობდნენ თავს.
ოქტომბრის შუა რიცხვებში კლასში გავაკეთეთ ფოთლებისა და შემოდგომის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა ''ოქროსფერი შემოდგომა''.
4 ოქტომბერს მოვაწყვეთ ექსკურსია თოჯინების მუზეუმში. ბავშვებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მუზეუმში გამოფენილმა იშვიათმა ექსპონატებმა. მუზეუმის შემდეგ ვესტუმრეთ ბავშვთა გასართობ ცენტრ ''ჯუმპაოს''.
24 სექტემბერს პირველკლასელები წავიყვანე ჩვენი სკოლის მუზეუმში, სკოლის ისტორიისა და ტრადიციების გასაცნობად.
25 სექტემბერს სასწავლო პროცესის გასახალისებლად მოსწავლეები ავიყვანე სკოლის მუზეუმში მულტფილმის სანახავად.
18 სექტემბერს ჩავატარე მშობელთა კრება, ურთიერთგაცნობის მიზნით. მშობლებს გავაცანი ის სიახლეები, რომლების ახალი სასწავლი წლისათვის დაგვხვდა, ვესაუბრე მშობლისა და მასწავლებლის ერთობლივ შეთანხმებულ მუშაობაზე.
15 სექტემბერს დაირეკა პირველი ზარი პირველკლასელებისთვის. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სკოლა.